დღეს კაიროში ვიყავი და მგონია რომ დედამიწისგან ძალიან შორს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. გაოცებული ვარ მსოფლიოს უცნაურობით.
საოცრებაა როცა დედამიწის ერთ ნაწილში მუსულმან ქალს მუშაობის უფლება არ აქვს, მეორე ნაწილის პრეზიდენტი კი ქალია. მაშინ როცა მუსულმანებს ალკოჰოლი არასდროს მიუღიათ, ამსტერდამში მარიხუანას ქუჩაში ეწევიან. თუ დედამიწის მუსულმანურ ნაწილში მამაკაცს ცოლის სახე ქორწილამდე მხოლოდ ერთხელ აქვს ნანახი, მეორე ნაწილში – სექსშოპში რიგია. თუ ავტობუსის მძღოლი კაიროსკენ მიმავალ გზაზე 2 საათში ერთხელ ჩერდებოდა ხალიჩის გასაშლელად და სალოცავად, თბილისში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის გვეშინია.
მოკლედ, მე გაოცებული ვარ მსოფლიოს მრავალფეროვნებით და ეს ყველაფერი რამაც გამაოცა იმ მუსულმანური სამყაროს სახეა, რომელსაც მიეკუთვნებიან ეგვიპტე, სირია, დუბაი და სხვები. და ამის მიუხედავად კაირო მაინც ყველაზე მეტად მაღელვებს. თუნდაც იმიტომ, რომ ერთი თვის წინანდელი რევოლუციის შემდეგ საშუალო, ხელფასი აქ 150 დოლარს არ აღემატება, იგივე სამყაროს წარმომადგენელ დუბაიში კი ახალშექმნილ ოჯახს ბინას, მანქანას და უვადო ხელფასს ჩუქნიან. კაირო ძველი და მტვრიანია, დუბაი კი ახალი და მაგარი. თუმცა ორივე მათგანში ქალებს ძალიან ბევრი აცვიათ და მათი სახის გამოჩენა-არგამოჩენა ქმრების სურვილზეა დამოკიდებული. და ამ სამყაროში მეფობენ კაცები. განსხვავებით მეორე სამყაროსა, სადაც გეი კლუბი გეი კლუბზე იხსნება.
მუსულმანურ სამყაროში კაცს შეუძლია 4 ცოლი ყავდეს, დანარჩენ ერთცოლიან სამყაროში კი საყვარლის გაჩენა და ოჯახის დანგრევა ერთია.
ვერ გავიგე კარგია თუ ცუდი ეს კაირო. ფაქტია, რომ ქალები ალბათ 8 მარტსაც კი ჩუმად აღნიშნავენ და კაცებს ყოველდღე კაცთა დღე აქვთ, ოღონდ ალკოჰოლის გარეშე. მაგრამ მაინც და მაინც კარგად მემგონი არც ეგენი არ უნდა იყვნენ იმიტომ, რომ ზოგიერთ მათგანს შუბლზე ლურჯი წრე შევამჩნიე და როცა ვიკითხე რა ჭირდათ, მიპასუხეს, რომ ლოცვის დროს ვინც უფრო მაგრად ურტყავს კედელს თავს იმას უფრო დიდი სილურჯე აქვს და შესაბამისად ის უფრო ტრადიციულიაო. ჩვენთან კიდევ ვინც უფრო დიდი ყანწით დალევს ღვინოს ის უფრო ტრადიციული თამადაა და რა ვქნა, რომ საერთოს ვერაფერს ვერ ვუძებნი ამ ორ სამყაროს ერთმანეთთან.
ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტად +30 გრადუსში “ცივა” და წელიწადში მხოლოდ ერთხელ წვიმს, ვერ გავიგე რატომ უნდა უჩანდეთ ქალებს მხოლოდ თვალები და -30 გრადუსიან სიცივეში რუსებს რატომ უნდა ეცვათ შუბის ქვეშ სარაფნები. არადა ნეფერტიტიც ხო ქალი იყო თავის დროზე და პირველი ლედი იყო ძველ ეგვიპტეში მარა ცხოვრებაში ჩადრი არ უკადრებია არავის.
სანამ კაიროში კიდევ ივლიან ჩადრიანი ქალები მანამდე მე მოვითხოვ მარიხუანას ლეგალიზაციას საქართველოში!
თათია ბერიაშვილი
ზაფხული 2011
სასტუმრო “ანაკლია"
სასტუმრო “ანაკლია„ მდებარეობს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში. შენობისათვის განკუთვნილი ტერიტორია წარმოადგენს მცირე ბორცვიან რელიეფს, რომლის დონე საშუალოდ 1 მეტრით დაბლაა ზღვის დონიდან. ესპანელი არქიტექტორების მიერ წარმოდგენილი საპროექტო ნიშნულის გათვალისწინებით მოხდა, ტერიტორიის გასწორება და მისი ნიშნულის აწევა ზღვის დონიდან +0.24 ნიშნულზე. ამავე ნიშნულზე მოეწყო შენობის საძირკველი.
შენობის არქიტექტურულ გადაწყვეტაში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მავრიტანული არქიტექტურული სტილი, რამაც გამოიწვია ხშირი და სხვადასხვა ფორმის თაღებისა და ხის დარაბების გამოყენება. მავრიტანული სტილის ელემენტები ასევე გამოყენებულია ინტერიერშიც.
Tzipporah by Natasha Goldenberg - ზაფხულის კოლექცია 2011
Tzipporah-ს 2011 წლის ზაფხულის კოლექცია "the brunette world". ნატაშა გოლდენბერდის ულამაზესი ვიდეო რგოლი, რომელშიც ქართველი მოდელი ანა ციციშვილი იღებს მონაწილეობას.
სად ისვენებენ 2011 წლის ზაფხულში?
საინტერესოა სად აპირებენ თბილისელები 2011 წლის ზაფხულის გატარებას. გამოკითხვა ახალგაზრდების შეკრების ადგილას ჩავატარე და ჩემდა გასაკვირად პასუხები ერთმანეთს არ დაემთხვა.
Subscribe to:
Posts (Atom)